Buch lesen: «ბაბუაწვერების შვილები. თქმულება ცხოვრებაზე. იმ ღირებულებებზე, რომლებიც ავსებენ მას. და, რა თქმა უნდა, ქარზე.»

Schriftart:

перевод книги «Детям одуванчиков» (автор Дика Кара) с русского на грузинский язык

Переводчик ირაკლი პატარაია

© დიკა კარა, 2021

© ირაკლი პატარაია, перевод, 2021

ISBN 978-5-0055-8565-3

Создано в интеллектуальной издательской системе Ridero

მოსაღამოვდა.

დღის სიცხე შეუმჩნევლად შეცვალა საღამოს სიგრილემ. ყველა ცოცხალმა არსებამ, როგორც იქნა ამოისუნთქა.

მცენარეები და ცხოველები ემზადებოდნენ დასაძინებლად. ყოვლისმომცველი მწერები გამოვიდნენ სასეირნოდ.

ძილის წინ, მოხუცმა ბაბუაწვერამ გადაწყვიტა შვილიშვილებთან ესაუბრა.

– ძველი ბაბუაწვერები ამბობდნენ, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება, არის საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება და იღბლის ქარის მიმართულება. მე კი, გეუბნებით, რომ ეს ყველაფერი არის პირობითი. მთავარი ღირებულება არის მშობლიური ფოთოლი, რომელიც იქვე, გვერდით იზრდება!

პატარა ბაბუაწვერებმა გაოცებით გადახედეს ერთმანეთს.

– ბაბუ, მაგრამ რატომ არის მშობლიური ფოთოლი – ფასეულობა? – იკითხა ბავშვმა.

– არა უშავს. მოვა დრო – და თავად მიხვდებით ყველაფერს! – გაღიზიანებულად ჩაილაპარაკა ბაბუამ. «ჰოო, ადრეა ჯერ, პატარები ხართ», – გაიფიქრა ბაბუაწვერამ, ხმამაღლა კი თქვა:

– დაწექით, დაიძინეთ! გვიანია უკვე.

ბაბუას სიტყვები არ აძლევდა მოსვენებას პატარას და ვერაფრით შეძლო დაძინება:

– ბაბუა, მოგვიყევი, მოგვიყევი რაა, რაზე საუბრობდი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა მოხდება, სიბრძნე რომ გაგვიზიარო?

– სიბრძნეა, კი? … იქნებ სულაც, სისულელეა?… – უპასუხა თვალდახუჭულმა ბაბუამ, თითქოს საიდუმლოს უმხელდა.

– მოგვიყვები? – არ ეშვებოდა შვილიშვილი.

– კეთილი, მაშ, მისმინე, – დაამთქნარა ბაბუა ბაბუაწვერამ და ნელა დაიწყო მოყოლა.

მთის თვალწარმტაც ფერდობზე ცხოვრობდნენ ბაბუაწვერები. ეს კეთილშობილი არსებები განებივრებული იყვნენ სუფთა ჰაერითა და მზის მუდმივი დედობრივი ზრუნვით.

ჯერ კიდევ აპრილში, როგორც კი დნებოდა პირველი თოვლი, პატარა ბაბუაწვერები ერთბაშად ამოიწვერებოდნენ სინათლისაკენ და იწყებდნენ ცხოვრებას საკუთარი სიამოვნებისთვის. ცხოველები, ფრინველები და ყველა მგზავრი ტკბებოდა მათი სილამაზით. ისინი ისწრაფოდნენ მზისკენ, ჩუქნიდნენ სამყაროს თავიანთ კაშკაშა ღიმილს და გულწრფელად ხარობდნენ ყოველი ცისმარე დღით.

Der kostenlose Auszug ist beendet.